რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ადრიან რაბიოს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.
კატალონიური კლუბი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ფრანგ ნახევარმცველთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია. ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსას” წარმომადგენლები რაბიოს მხოლოდ 2-ჯერ, გასულ ზაფხულში და ერთი კვირის წინ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორის თანხლებით. “ბარსელონა” აცხადებს, რომ კლუბს წესები არ დაურღვევია.
შეგახსენებთ, რომ რაბიოსთან პირველ იანვრამდე მოლაპარაკებების პსჟ-ს ნებართვის გარეშე გამართვა FIFA-ს წესების დარღვევა იქნებოდა.




იმდენი ზღაპარი მოიგონა პრესამ, კლუბი იძულებული გახდა განცხადება გაეკეთებინა.
მა რა ბონუსის გაზრდას ითხოვსო რას გვეღადავებიან ეს ჟურნალისტები