workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრაჩევი: “ლუჩესკუ გვარდიოლაზე ძლიერია”

გრაჩევი: “ლუჩესკუ გვარდიოლაზე ძლიერია”

დონეცკის “შახტარის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ გრაჩევმა, ისაუბრა მისი ყოფილი კლუბის შანსებზე “ბარსელონასთან”.

“ძალინ მინდოდა ჩემს გუნდს სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები შეხვედროდნენ, მაგრამ ბედმა “ბარსელონა” გვარგუნა. ძალიან ძნელია მათ წინააღმდეგ თამაში, როდესაც მათ მოწინააღმდეგეებს ვუყურებ, ვხედავ როგორი დაშინებულები არიან. ჩვენ ნამდვილად ევროპის საუკეთესო და უძლიერესი გუნდი შეგვხვდა. შესაძლოა წავაგოთ, შესაძლოა მოვიგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს თამაშზე. კატალონიელების უპირატესობა კლასი და გამოცდილებაა, მაგრამ “შახტარი” დიდი პოტენციალის მქონე გუნდია. “ბარსასთან” თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება ლუჩესკუს გუნდისთვის. ამის შედეგად განვსაზღვრავთ საკუთარი კლუბის დონეს. თუ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ, ესე იგი, სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, ხოლო თუ უბრძოლველად დავთმობთ, მაშინ არ ვყოფილვართ ჩემპიონთა ლიგის ელიტაში თამაშის ღირსნი. ეს ძალიან დიდი სტიმულია ლუჩესკუსა და მისი ფეხბურთელებისთვის. დღესდღეობით ძალიან ძნელია, გაუძლო “ბარსელონას” გააზრებულ შეტევებს”.

 

“თუ გინდა, რომ კატალონიელებთან დადებით შედეგს მიაღწიო, მაშინ არ უნდა შეგეშინდეს მათი. ყველა გუნდი სულიერად დაცემული გამოდის მათთან თამაშისას და სწორედ ესაა მათი კოზირი. ისინი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევენ მეტოქეებს და შემდეგ დაუფიქრებლად, დაუნდობლად ანადგურებენ. ლა ლიგაში არიან ისეთი გუნდები, რომლებიც აგრესიულად ეთამაშებიან “ბარსას”, რაც მათ ძალიან დიდ ძალას და ენერგიან ახარჯვინებს. სწორედ ასე უნდა ითამაშო, თუ რაიმეს მიღწევა გსურს. სამწუხაროდ ასეთ გუდნები ძალიან ცოტაა. კატალონიელები არიან უშიშრები, ფიქრობენ ლამაზ თამაშსა და შედეგზე, პუბლიკის გახარებაზე. სწორედ ამიტომაა მათ ყურება სასიამოვნო”.  

 

“ჩვენი მიზანია არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ანგარიშით წავაგებთ, არამედ უნდა ვიფიქროთ, რომ გამოვიდვართ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ და დასაკარგი არაფერი გვაქვს. ბოლომდე უნდა შევუტიოთ და დავღალოთ მეტოქე. გასაგებია, რომ ამ კლუბში ვარსკვლავები თამაშობენ, მაგრამ “შახტარიც” არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. დონეცკელები ესპანეთში უნდა გაემგზავრონ ამაყნი, საკუთარ თავში დარწმუნებულნი და გამართონ უშეღავათ ბრძოლა. შიში კი დამარცხების საწინდარია”.  

 

“საკუთარი მაგალითიდან გულწრფელად გეტყვით, რომ არასდროს შემშინებია არცერთი გუნდისა და ნაკრების. სწორედ ეს არის ფეხბურთი. მე ვთამაშობდი “მილანის” წინააღდეგ თავისუფლად, არანაირი შიშის ქვეშ. ფეხბურთელებმა მატჩის დროს უნდა იფიქრონ, რომ “ბარსელონა” უბრალოდ გუნდია და არა რაიმე განსაკუთრებული. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც კლასით არ ჩამოუვარდება გვარდიოლას, უფრო მეტიც, ის მასზე ძლიერია. ნურავინ იტყვის, რომ დონეცკელები უშანსოდ არიან, პირიქით მათ უდიდესი შანსი აქვთ 1/2 ფინალში გასვლისა. ეს თამაში უდიდეს გამოცდილებას შეგვძენს”. დაასრულა დონეცკის “შახტარის” ლეგენდამ, ზემოაღნიშნული კლუბის ოფიციალურ საიტდან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში