“ლეგანესის” კატალონიელი ნახევარმცველი ჟერარ გუმბაუ, რომელსაც “ბარსელონაშიც” უთამაშია, ლეო მესიზე საუბრობს.
“ყოველთვის იცი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის პასის მიცემა აუცილებლად რაღაც შედეგს მოიტანს. მას შეუძლია ყველაფერი მანამ განსაზღვროს, სანამ ამას სხვები გააკეთებენ და ის ამას ყოველ თამაშში აკეთებს.
“ლევანტეს” წინააღმდეგ მესიმ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შესაძლოა, პრიმერა დივიზიონში მოთმაშე ფეხბურთელები ამას ვარჯიშებზეც კი ვერ აკეთებენ და წარმოიდგინეთ, რომ ლეო ამას თამაშიდან თამაშამდე იმეორებს.” – აცხადებს გუმბაუ, რომელიც 2014-2017 წლებში “ბარსა ბ”-ში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, პირველი გუნდის მაისურით მან 9-ჯერ ითამაშა.



