კატალონიის “ბარსელონას” დაცვითი ხაზის საქმე არც ისე კარგადაა. გუნდის კაპიტანი და დაცვის ბურჯი, კარლეს პუიოლი რა ხანია ტრავმირებულია. მისი შეცვლა თავის თავზე ერიკ აბიდალს აეღო და ეს ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ “ბარსას” შემადგენლობაში იგი ერთე–ერთი საუკეთესო გახლდათ. წარსულში ვლაპრაკობ იმიტომ, რომ აბიდალი რამდენიმე კვირით მოედანზე გამოსვლას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი კი ალბათ უკვე ყველასათვის კარგადაა ნაცნობი. აბიდალი არ არის, პუიოლი არ არის. ვინ დაიცავს ვალდესის კარს? დარჩა გაბრიელე მილიტო. მილიტოს შემცვლელი?..
მილიტოს შემცვლელად ანდრეუ ფონტასი გვევლინება. მან გუშინაც და დღესაც გუნდთან ერთად ივარჯიშა. მიხუედავად მისი ასაკისა (21), მას კატალონიელთა რიგებში თამაში რამდენჯერმე აქვს დაცდილი. პირველ გუნდში დებიუტი მას 2009 წლის 31 აგვისტოს ჰქონდა, როდესაც “ბარსა” “სპორტინგს” მასპინძლობდა. აქედან იწყება მისი მოღვაწეობა “ბარსას” პირველ გუნდში. მასთან ერთად, გუნდს ერთი გოლიც კი არ მიუღია საკუთარ კარში.
“სპორტინგთან” დაპირისპირების გარდა, 2009/10 წლების სეზონში ფონტასი “კულტურალის” წინააღმდეგ, კატალონიის თასზე გამოჩნდა. “ნოუ კამპზე” მოწინააღმდეგე კატალონიელებმა ანგარიშით, 5–0 დაამარცხეს.
2010/11 წლების სეზონი დაიწყო და ფონტასმაც დაიწყო ძალზედ აქტიურად თამაში, ოღონდ “ბარსა ბ”–ში. რაც შეეხება პირველ გუნდს, აქ მან წელს 3 შეხვედრა გამართა და სამივეში სასტარტო შემადგენლობაში დაბანაკებული აღმოჩნდა. მას “სეუტას”, “ალმერიასა” და “რუბინ ყაზანის” თავდამსხმელების მოგერიება უწევდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ ფონტასის მოედანზე ყოფნისას “ბარსას” კარს არც ერთხელ უგვრძნია ძლიერად, ან არც ისე ძლიერად გადმოგზავნილი ბურთი.

