მოგეხსენებათ, ივან რაკიტიჩმა “ბეტისთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რასაც ესპანეთთან მიღებული ტრავმაც დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატი კლუბს მომდევნო რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
რაკიტიჩი ვალვერდეს “ბარსასთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ერნესტოს 77 მატჩიდან, რაკიტიჩი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 16-ჯერ ვერ მოხვდა და მხოლოდ 2 მათგანის მიზეზი იყო ტრავმა. ასე რომ, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი დიდი დილემის წინაშე დგას.
ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელს სულ ეგულებოდა რაკიტიჩის სტილის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა არც ისეთი კრეატიული ყოფილიყო, თუმცა ძალისმიერ დაპირისპირებებს მოედნის ცენტრში თავს გაართმევდა და სერხიო ბუსკეტსთან ერთად კარგ ტანდემს შექმნიდა, 4-3-3-ში ან 4-4-2-ში.
გასულ სეზონში, რაკიტიჩმა 9 მატჩი გამოტოვა ესპანეთის ჩემპიონატში, 2 ლიგაზე და ორიც თასზე. მხოლოდ 3 შეხვედრა იყო ისეთი, სადაც ვალვერდემ რობერტო ან ალეიშ ვიდალი გაამწესა მის ადგილზე (“ოლიმპიაკოსთან” გასვლა, “ლას პალმასი” და “სელტა”), დანარჩენ შეხვედრებში კი ხორვატის ადგილი პაულინიომ დაიკავა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, “სელტას” გარდა ივანმა სასტარტოდან არ დაიწყო არც “ჟირონასთან” და არც “კულტურალ ლეონესასთან”, ორივე ამ შემთხვევაში მოედნის ცენტრში გუნდის ახალწვეულმა, არტურო ვიდალმა დაიკავა მისი ადგილი.
არტურო ვიდალის გარდა, ერთ-ერთი შესაძლებლობაა ცენტრში რობერტოს დაყენებაც. მიმდინარე სეზონში მან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “სელტასთან” სწორედ ნახევარდაცვაში ითამაშა და მადრიდის “რეალთანაც”, სადაც ლუის სუარესს 2 საგოლე პასი გაუკეთა, რაფინიას გასვლის შემდეგ შედარებით წინ მოქმედებდა.
რობერტო არ დავინახო ნახ დაცვაში
ვიდალი ძირითადში#
ფეხბურთს უყურებს მრავალი გულშემატკივარი..ვიღაცას მოსწონს ესა თუ ის ფეხბურთელი ვიღაცას არ მოსწონს გემოვნებაზეა და ამაში საკამათო არაფერია..მაგრამ არიან გულშემატკივრები რომლებსაც მე ვეძახი ზედაპირულ გულშემატკივრობას მხოლოდ და მხოლოდ რაც გვახსოვს რომ ვუყურებდით და ისე რო აღარ თამაშობენ ესეიგი გუნდში დიდი პრობლემაა..ვინც ბარსელონაში მოვა ყველა გინდათ ან ხავი იყოს ან ინიესტა.რაკიტიჩი არის კატეგორია ფეხბურთელის რომელიც ყველა გუნდს სჭირდება თავისი საფეხბურთო ცოდნის ხარჯზე ავლენს საკმაოდ დიდ ნიჭს მოედანზე..თუ თამაში არ მისდის და რიგ ხალხს არ მოსწონს არ ნიშნავს რომ არ ვარგა..მაპატიე ჩემო კარგო ცუდათ ნუ მიიღებ ამ ნათქვამს მაგრამ მე პატივს ვცემ შენს აზრს და ცუდ კონტექსტში არაფერი მიიღო 🙂
კაი სურათია, მაგრამ თუ კოუტინიო მზად იქნება არტური-ბუსკეტსი-კოუტინიო მაგარი ვარიანტია.
Shtegeni
Semedu pike langle alba
Arturi buskeci koutinio
Mesi suaresi dembele
Shecvlebi
Malkomi-dembele 65-wt
Vidali-arturi 80-wt
Muniri-suaresi 85-wt
რაკიტიჩის ჩანაცვლება რომ პრობლემა გაუხდება ბარსას იმ დღეს შევწვეტ ფეხბურყის ყურებას. ყველაზე არაპროდუქტიული და უაზრკ ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში
ვიდალი ძირითადში