გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ბოლო მერვედ-ფინალური შეხვედრები. მადრიდის ”რეალმა” საკუთარ მოედანზე სტუმრად მიიღო საფრანგეთის ”ლიონი” და დამაჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა ”თეთრებისთვის” სასურველ მეტოქეზე, იტყობინება ”მარკა”.
პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მას არ სურს მეოთხედ-ფინალში კატალონიის ”ბარსელონასთან” დაპირისპირება.
”ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში გავედით. ამ ეტაპზე ვისურვებდი რაულის გუნდის ან ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ თამაშს. არ ვისურვებდი ”ბარსელონასთან” შეხვედრას, რადგან მიმაჩნია, რომ კატალონიელები ყველაზე ძლიერები არიან.”- განაცხადა რონალდუმ.
რაც შეეხება მის თამაშს, ამაზე რონალდუმ ასეთი კომენტარი გააკეთა: ”მთავარი ისაა, რომ ტრავმა არ მაქვს. რა თქმა უნდა გავრისკე, ვინაიდან არ ვიყავი თამაშისთვის 100%-ით მზად. თუმცა, მოედანზე გამოსვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე.”


