კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ ანდრეს მესიმ sport.es-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი თავისი კარიერის განმავლობაში არასოდეს ითამაშებს მადრიდის “რეალში”: “მინდა განვაცხადო, რომ არასოდეს ვითამაშებ “რეალში” და არც რომელიმე სხვა კლუბში. მე “ბარსას” ფეხბურთელი ვარ და კიდევ მეტის მიღწევა მსურს აქ. მართალია, რომ არავინ იცის რა მოხდება მომავალში, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ “ბარსას” არასოდეს დავტოვებ,” განაცხადა მესიმ. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, იგი არ გამორიცხავს “ბლაუგრანაში” თამაშს.
წყარო:barca.ru
