workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბორხა ვალერო: “ინტერისთვის” უკეთესი იქნება, თუ მესი არ ითამაშებს

ბორხა ვალერო: “ინტერისთვის” უკეთესი იქნება, თუ მესი არ ითამაშებს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი, ბორხა ვალერო “ბარსელონასთან” მოახლოებულ თამაშზე საუბრობს. 

“ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ ლეო მესი არ ითამაშებს. მისი მოედანზე ყოფნა ყველაფერს ცვლის. 

თუმცა, შეშინებულები არ ვართ. რა თქმა უნდა, “ბარსა” ფავორიტია, მაგრამ ჩვენ მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახოთ, რა მოხდება. იმასაც დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ მიუდგებიან კატალონიელები ამ თამაშს. 

მათ ბურთის ფლობა უყვართ, ეს თვისება კი ჩვენც გვაქვს. ვფიქრობ, რომ 3 ქულის აღება შეგვიძლია, მაგრამ ეს რთული იქნება”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward