ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის თასის 1/16-ფინალის პირველი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც პირველი გუნდის 12 და “ბარსა ბ”-ს 6 ფეხბურთელი მოხვდა.
იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც “ბარსას” სასტარტო შემადგენლობის წევრებად მოიაზრებიან, განაცხადში მხოლოდ არტური და სერჟი რობერტო მოხვდნენ. ასევე აღსანიშნავია ნელსონ სემედუ და კლემან ლანგლე, რომლებსაც ერნესტო ვალვერდე ასევე ენდობა. დანარჩენი ფეხბურთელები კი სასტარტო შემადგენლობის წევრებად არ მოიაზრებიან.
სავარაუდოდ, ვალვერდე განაცხადში “ბარსა ბ”-ს უფრო მეტ წევრს შეიყვანდა, რომ არა რეგულაცია. წესების თანახმად, ახალგაზრდული გუნდებიდან განაცხადში მაქსიმუმ 6 ფეხბურთელის შეყვანა შეიძლება.
ამ შეზღუდვის მიუხედავად, დასვენების საშუალება მაინც ეძლევათ ტერ შტეგენს, პიკეს, რაკიტიჩს, ბუსკეტსს, კოუტინიოს, სუარესს და ალბას. ხოლო მესი, უმტიტი და ვერმალენი, ტრავმების გამო, ისედაც ვერ ითამაშებდნენ.
“კულტურალ ლეონესასთან” გასამართი მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: სილესენი, სემედუ, დენისი, არტური, დემბელე, რაფინია, მალკომი, ლანგლე, სამპერი, მუნირი, ს. რობერტო, ვიდალი, ალენია, მირანდა, პუჩი, პენია, კუენკა, ჩუმი.
შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს (თბილისის დროით უკვე ზეგ, 1 ნოემბერს, 00 საათსა და 30 წუთზე) გაიმართება.

არტური რომ დაასვენოს კარგი იქნება და ვიდალი დააყენოს
ჩუმი და მუნჯი პიკეს ადგილზე ვერ წარმომიდგენია..
წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო!
იმედია დღეს მაინც იქნება მალკოლმი 11 ში
არტური ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში იქნება. ამიტომ რომ დაისვენოს აჯობებს
Denisi aq mainc atamashos.ubralod mecodeba
აბა ვინ ჩემი ფეხებია რობერტო? ყველა მატჩში სასტარტოშია და დანარჩენები ძირიოთადისთვის არ მოიაზრებიან მარტო არტურიო