workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალიკანტელები “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებს უმიზნებენ

ალიკანტელები “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებს უმიზნებენ

 

როდესაც “სეგუნდა დივიზიონის” ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ან ბომბარდირი ხარ, მაშინ შეუმჩნეველი არავისთვის არ რჩები. ასეთი ფეხბურთელების მოძებნა “ბარსა ბ”–შიც შეიძლება. საუბარი ჯონათან სორიანოზე და ნოლიტოზეა…

 

ჯონათან სორიანო და ნოლიტო “ბარსა ბ”–ს შემადგენლობაში ბრწყინავენ. ისინი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაც ეწერებიან. ეს შეუმჩნეველი “სეგუნდა დივიზიონის” ნაცნობ “ერკულესსაც” არ დარჩენია. “ერკულესს” არც ის დარჩენია შეუმჩნეველი, რომ ნოლიტოც და სორიანოც ასაკით თანაგუნდელებს აღემატებიან და ამიტომაც მათი შეძენა განიზრახეს. ასე, რომ მომავალი სეზონიდან სორიანო თუ არა, ნოლიტო მაინც შესაძლოა “ერკულესის” მაისურით ვიხილოთ, თუმცა თუ ეს გუნდი კვლავ “სეგუნდას” დაუბრუნდება, ალბათ ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ალიკანტელებმა მოახერხონ და როგორღაც გაარტყან მიზანში და რომელიმე ფეხბურთელი მაინც გადაიბიროს საკუთარ გუნდში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში