22 წლის ჩილელი ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი, რომლის შეძეითაც კატალონიის “ბარსელონაა” დაინტერესებული, თავის გამოჩენას კვლავ და კვლავ ახერხებს. მან “სერია ა”–ს ბოლო ტურში თავისი გოლით მთელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაოცება მოახერხა…
“ალექსის სანჩესი ჩვენი მესია”, განაცხადა “უდინეზეს” პრეზიდენტმა, ჯამპოლო პოცომ მატჩის დასასრულს. პოცოს გუნდი ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ტურში “კალიარის” უპირისპირდებოდა. ამ შეხვედრაში თავის გამოჩენა ახალგაზრდა ჩილელმა ვარსკვლავმა, ალექსის სანჩესმაც მოასწრო. მან თავის თანაგუნდელები 2 საგოლე პასით, ხოლო მოწინააღმდეგე გუნდის კარის ბადე კი ერთი გოლით მოამარაგა.
ჯამპოლო პოცოს ცნობით, “ინტერმა” იანვარში 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “უდინეზეს” ხელმძღვანელობას 16 მილიონი ევრო შესთავაზა. ლონდონური “ჩელსი” კი ალექსისს არ ეშვება და მისით ახლაც აქტიურადაა დაინტერესებული. “უდინეზემ” ფეხბურთელის საფასურად 30 მილიონი ევრო მოითხოვოს. აქვე გეტყვით, რომ სანჩესმა “უდინეზეში” თავი “რივერ პლეიტის” დატოვების შემდეგ, 2008 წელს ამოყო. მას წელს შესანიშნავი სეზონი აქვს. ამ დროისთვის “უდინეზეს” ფორმით მეტოქე კარის დალაშქვრა ახალგაზრდა ჩილელმა ტალანტმა 12–ჯერ შეძლო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=htVgd7C-QoM]


