“სევილიასთან” მატჩის შემდეგ პრესასთან “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ლიდერობა დავიბრუნეთ. ამაში დიდი როლი ჩვენმა სწრაფმა გოლმა ითამაშა.
მესის ტრავმის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ. მოედანზე ცოტა ხნით 10 მოთამაშით ვიყავით, რადგან იმედი გვქონდა, რომ არგენტინელი თამაშის გაგრძელებას შეძლებდა, თუმცა ასე ვერ მოხდა. კაპიტნის არყოფნა დიდი დანაკლისია. მისი მინდორზე ყოფნის დროს “ბარსა” გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია და მოწინააღმდეგეებიც სხვანაირად გვეკიდებიან. მისი დანაკლისის შევსების უნარი გვაქვს, მაგრამ წინ რთული მატჩებია.
ლუის სუარესი ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. იბრძვის, შანსებს ქმნის და მეტოქისთვის თავის ტკივილია. დღეს ის თამაშში კარგად იყო ჩართული, გოლიც გაიტანა და მისი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.
ორი ორმაგი სეივი ერთ თამაშში? ამას ხშირად ვერ ნახავ. ტერ შტეგენი შესანიშნავი იყო”.



