workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
26 წაუგებელი დაპირისპირება

26 წაუგებელი დაპირისპირება

 

კატალონიური გუნდისთვის გუშინდელი ფრე “სევილიასთან” ნიშნავს იმას, რომ “ლა ლიგაში” “ბარსა” 26–ე მატჩია, რაც დაუმარცხებლად ასპარეზობს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა 1973/74 წლების რეკორდის გამეორება შეძლო…

 

მართალია გუშინ “ბარსელონამ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” მხოლოდ ფრეს გამოკრა ხელ–ფეხი, მაგრამ ეს არ გახდა საკმარისი იმისთვის, რომ გუნდს 3 ქულა დაეკარგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი არ დამარცხებულა. გუნდის არ დამარცხება კი ნიშნავს იმას, რომ გუნდი “ლა ლიგას” ზედიზედ 26 შეხვედრაა, რაც დაუმარცხებლად ასპარეზობს. ასეთი შედეგი “ბარსას” 1973/74 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც გუნდის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორიცაა კრუიფი, რესკაჩი, ასენსი და სოტილი. მაშინდელმა გუნდმა “პრიმერას” მეექვსე ტურში მადრიდთან ფრედ ითამაშა. 25 ტურის შემდეგ კი კატალონიელების დამარცხება “ატლეტიკ ბილბაომ” ანგარიშით, 2–0 შეძლო.

 

პეპ გვარდიოლას გუნდს ახლა სხვა მიზნები ამოძრავებს. კატალონიური გუნდი ახლა “რეალ სოსიედადის” რეკორდის დამხობას შეეცდება. ამ გუნდის ანგარიშზე ზედიზედ 32 წაუგებელ მატჩიანი სერიაა…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში