ოცნების გუნდის შემქმნელმა, იოჰან კრუიფმა კომენტირება გაუკეთა “ბარსელონას” მიერ განსახორციელებელ, სავარაუდო ტრანსფერებს, მფრინავი ჰოლანდიელი ამჟამად გოლფის ტურნირის ფარგლებსი პალმა დე მალიორკაზე იმყოფება.
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი საპატიო პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კვირას კატალონიელები მეოცეჯერ აღმართავენ საკუთარ თავზე ესპანეთის ჩემპიონატის თასს. როგორც ის ამბობს გვარდიოლას შეგირდებმა ეს დაიმსახურეს, ვინაიდან მთელი წლის მანძილზე აჩვენებდნენ არაჩვეულებრივი ხარისხის ფეხბურთს.
გარდა გვარდიოლას ბიჭების შექებისა მან ასევე აღნიშნა, რომ: “-ამ გუნდში ყველა ფეხბურთელი დებს თავის საუკეთესო მახასიათებლებს და შედეგიც სახეზეა. თუ კი “ბარსელონა” მოახერხებს და “ვალენსიიდან” ვილიას და მატას გადმოიბირებს, მაშინ ამ გუნდის თამაში უფრო ხარისხიანი გახდება. არ ვიცი როგორი ფინანსური მდგომარეობა აქვთ ამ გუნდებს, მაგრამ საუბარი მიდის ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელზე.”
წყარო: fcbarcelona.com