ბრაზილიის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლეგენდა, რონალდინიო გაუჩო ფილიპე კოუტინიოს შესახებ საუბრობს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ფილიპეს კატალონიური გრანდის წამყვანი მოთამაშე შეუძლია გახდეს. კოუტინიო მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მესის ჯერ ბოლო სიტყვა არ უთქვამს. არ მიყვარს მემკვიდრეებზე საუბარი. არგენტინელსა და ბრაზილიელს მომხიბვლელი სათამაშო სტილი აქვთ. ვფიქრობ, ერთად ისინი საოცარ შედეგებს დააფიქსირებენ.“-ციტირებს რონალდინოს სიტყვებს Marca.
“ბარსელონამ” სეზონის სტარტზე ლა ლიგაში სამივე შეხვედრა მოიგო. 26 წლის კოუტინიოს აქტივში 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. სეზონის სტარტზე ფილიპემ კატალონიურ კლუბთან ერთად ესპანეთის სუპერთასი მოიგო.




კოუ ბოლო ტამაშში მოწყენილი იყო რომ გოლს ვერ იტანდა და როგორ ცდილობდა, მაგრამ არა უშავს, ჯერ ეხლა იწყება ყველაფერი..