“ბარსელონამ” “ესპანიოლის” რეკორდი გააუმჯობესა

“ბარსელონამ” “ესპანიოლის” რეკორდი გააუმჯობესა

პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში “ალავესთან” მოგებით (3:0) “ბარსელონამ” ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდი დაამყარა.

ეს არის ლა ლიგის ზედიზედ მე-10 გათამაშება, რომელსაც “ბარსა” მოგებით იწყებს. აქამდე რეკორდი ასევე კატალონიურ “ესპანიოლს” ეკუთვნოდა, რომელმაც 1930-იან და 1940-იან წლებში მოგებით პრიმერას ზედიზედ 9 გათამაშება დაიწყო.

ბოლო შემთხვევა, როდესაც “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ვერ მოიგო, 2008 წელს, პეპ გვარდიოლას სადებიუტო სეზონში დაფიქსირდა. მაშინ, კატალონიელები “ნუმანსიასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

მას შემდეგ, გუნდს პრიმერას გახნით მატჩში ასეთი შედეგები აქვს:

2009 ბარსელონა-ხიხონი 1:0
2010 რასინგი-ბარსელონა 0:3
2011 მალაგა-ბარსელონა 1:4
2012 ბარსელონა-სოსიედადი 5:1
2013 ბარსელონა-ლევანტე 7:0
2014 ბარსელონა-ელჩე 3:0
2015 ბილბაო-ბარსელონა 0:1
2016 ბარსელონა-ბეტისი 6:2
2017 ბარსელონა-ბეტისი 2:0
2018 ბარსელონა-ალავესი 3:0

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward