workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ალავესი” – სავარაუდო შემადგენლობა

“ბარსელონა”-“ალავესი” – სავარაუდო შემადგენლობა

თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, შაბათს, “ბარსელონა” ლა ლიგას დაუბრუნდება. საინტერესოა, როგორი შემადგენლობით წარსდგება კატალონიური გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის პირველ მატჩში.

მიმდინარე ზაფხული ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის საკმაოდ მრავალფეროვანია. ბევრი ფეხბურთელი მოვიდა, ბევრიც კი – წავიდა.

მოდით, განვიხილოთ კატალონიელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:

დაცვა

ეჭვგარეშეა, რომ “ბარსელონას” კარს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი, ალბათ, ნელსონ სემედუს უნდა ველოდოთ.

დაცვის ცენტრში ჟერარ პიკეს სამუელ უმტიტი ან კლემან ლანგლე შეუწყვილდება. უმტიტი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და გუნდს გვიან დაუბრუნდა. ბუნებრივია, რომ მას მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო დასჭირდეს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, ამ პოზიციას ჟორდი ალბა დაიკავებს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ჟუან მირანდა, რომელსაც პირველ გუნდთან ვარჯიშებისა და “ბოკა ხუნიორსთან” თამაშის შემდეგ დიდი იმედები მიეცა.

ნახევარდაცვა

ლა ლიგის სადებიუტო მატჩში ძალაინ საინტერესო იქნება ახალწვეულების, არტურისა და არტურო ვიდალის ხილვა. ასევე საინტერესოა, ვალვერდე კვლავ 4-4-2 სქემით ითამაშებს, თუ 4-3-3 სქემას დაუბრუნდება.

სავარაუდოდ, ძირითადში ფილიპე კოუტინიო იქნება, რომელსაც, დიდი ალბათობით, პარტნიორობას სერხიო ბუსკეტსი და ივან რაკიტიჩი გაუწევენ, თუმცა გამორიცხული არაა ახალწვეულების თამაში. გარდა ამისა, წინასასეზონო მზადების დროს თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა რაფინიამაც.

თავდასხმა

საინტერესოა, სასტარტოში ითამაშებს თუ არა უსმან დემბელე. ფრანგმა შემტევმა ესპანეთის სუპერ თასზე “სევილიას” ბრწყინავლე გოლი გაუტანა, რამაც მისი პოზიციები გუნდში საგრძნობლად გაამყარა.

ძალიან კარგად გამოიყურება ახალწვეული მალკომიც, რომელმაც გამპერის თასზე “ბოკა ხუნიორსს” გაუტანა, თუმცა ის, სავარაუდოდ, სათადარიგო იქნება.

გუნდს ლიონელ მესი ულიდერებს, მას კი ლუის სუარესი დაეხმარება.

“ბარსსელონას” სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო; მესი, სუარესი, დემბელე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • gabe-barca
    schedule 18 აგვ 2018, 12:03
    #7

    დემბელე უნდა ათამაშოს და მალკონი შემოიყვანოს 70 წუთისთვის

  • Dato112
    schedule 18 აგვ 2018, 00:16
    #6

    ციტატა: publius kornelius
    სუარესი სექტემბრის ბოლომდე სადღაც 20-მდე ვერ ათამაშდება.


    zustad chveni sua gauyris xval alavess da dembo naxavt ager 3-1vigebt

  • grizmann
    schedule 17 აგვ 2018, 19:13
    #5

    ციტატა: Gio-96
    ერთი ის გამაგებინეთ დემბელე ცაციაა თუ მემარჯვენე???


    ცაცია ა ოღონდ მარჯვენათი უკეთესად ურტყავს wink

  • Gio-96
    schedule 17 აგვ 2018, 19:01
    #4

    ერთი ის გამაგებინეთ დემბელე ცაციაა თუ მემარჯვენე???

  • NN
    schedule 17 აგვ 2018, 18:54
    #3

    მეტი სიახლეები !!!

  • Bakero
    schedule 17 აგვ 2018, 18:17
    #2

    ვერ ითამაშებს ეს კაცი 4-3-3 -ით ვერა ! და არც არის გასაკრიტიკებელი მაგის გამო !!! უბრალოდ არა აქვს 4-3-3-ის რესურსი ! მაგაში ნამდვილად არ ვამტყუნებ ! …..აი რა შემადგენლობას აყენებს და შემდეგ მაგის მიხედვით ვის რის შესრულებას სთხოვს კი ბატონო მაგაზე ვიმსჯელოთ ! სამწუხაროდ ხშირად შემცდარა :((((((((((((((((((((((((((

  • fenando torres
    schedule 17 აგვ 2018, 17:40
    #1

    სტეგენი
    სემედო პიკე ლენგლე ალბა
    ვიდალუ ბუსკეცი არტური
    დემბო მესი კოუ
    მე ამ შემადგელობით ვათამაშებდი