მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “სევილიასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

“ფეხბურთელებს დარტყმებში ვარჯიში აშკარად სჭირდებათ, თუმცა, საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. თამაშის დასაწყისშივე ანგარიშში უკან აღმოვჩნდით, მაგრამ შემდეგ გუნდმა მოუმატა და სასურველი ანგარიში მაინც დაფიქსირდა. 

უსმან დემბელე საოცარი თვისებების მქონე მოთამაშეა. ასეთ რთულ მატჩში მან თავისი თამაშით გაგვაბედნიერა. 

ტანჟერში შესანიშნავი ატმოსფერო იყო, გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარა”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში