“ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი კოლუმბიელი მცველის, იერი მინას აგენტი და ბიძა იაირ მინა, ფეხბურთელის “ევერტონში” გადასვლის შემდეგ, კომენტარს აკეთებს და კატალონიურ კლუბში დაბრუნების იმედს გამოთქვამს.
“ბარსელონას” მადლიერები ყოველთვის ვიქნებით. ეს უდიდესი გამოცდილება იყო. იმედია, ერთ დღესაც, დავბრუნდებით.
ხელმძღვანელობა მინას შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებული იყო, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო, მას ბევრი შანსი არ მისცემია.
იერი დამწუხრებულია იმის გამო, რომ უწევს იმ სითბოს დატოვება, რომელიც მან “ბარსელონასგან” და გულშემატკივრებისგან მიიღო. კატალონიური კლუბის მადლიერი ყოველთვის ვიქნებით და ვწუხვართ იმის გამო, რომ მწვრთნენლის ნდობა ვერ მოვიპოვეთ.” – ციტირებს იაირ მინას სიტყვებს RAC1.
ცნობილია, რომ “ბარსელონამ” 30 მილიონად გაყიდული ფეხბურთელის 60 მილიონად გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.



მინა პრემიერლიგურ და საერთოდ ბრიტანულ ხისტ,სანახაობრივ თამაშს მოერგება
ყველაზე მეტად სტანდარტს დიდი მნიშვნელობა ქონდა ინგლისში და სწორი ქნა რო წავიდა მინა
იქ უფრო გამოიჩენს თავს.
იორი მინა 😀
წარმატებები მინას
მამას ჰქვია "იორამი".. ::D:D:D
იმედია დაბრუნდება
იერი მინა იაირ მინა 😀 მამას რა ქვია ნეტა 😀
იქნებ ათამაშდეს მაგრად და მერე უკან დავაბრუნოთ პროსტა ამ ფებურტელში ის არდამევასა რო ნელი იყო მძიმედ მოძრაობდა