მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინას აგენტი: იერის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი აუცილებლად მიეცემა

მინას აგენტი: იერის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი აუცილებლად მიეცემა

იერი მინას ბიძა და ოფიციალური წარმომადგენელი, იაირ მინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოლუმბიელ მცველს “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვეტილი აქვს. 

“ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იერის მოედანზე დიდი დროის გატარების საშუალება არ მიეცა. მან ბოლომდე ვერ გაამართლა მოლოდინი, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ მას უბრალოდ თამაშის შანსი არ ჰქონია. 

მინა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოსახვედრად წლების განმავლობაში იბრძოდა, ახლა კი იქ არის და წამოსვლაზე ფიქრიც კი არ ღირს. მისი გამორჩეული თვისებები თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულობა და თავდადებაა, ასე რომ ახლა მას მხოლოდ ბევრი შრომა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ როცა შესაფერისი სიტუაცია იქნება, იერის თამაშის და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება ექნება”. – აცხადებს მინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • messi and iniesta
    schedule 27 მაი 2018, 22:15

    ერთი წელი უნდა დარჩეს იერი