workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სად ითამაშებს “ბარსა ბ” მომდევნო სეზონში?

სად ითამაშებს “ბარსა ბ” მომდევნო სეზონში?

წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი სარეზერვო გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა, რომელშიც არც ისე დიდი ხნის წინ თამაშობდა.

“ბარსა ბ”-ს შედეგს, ზოგადად, არც ისე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა ფეხბურთელებისთვის გამოცდილების მისაღებათ უკეთესია, თუ მათი მეტოქეები საშუალოზე მაღალი დონის მაინც იქნებიან. წელს, კატალონიელებს ამის ფუფუნება არ ექნებათ და უნდა მოახერხონ, კვლავ აღზევდნენ იქ, სადაც წესით მათი ადგილი უნდა იყოს.

სეგუნდა დივიზიონ ბ-ში სულ 80 კლუბი გამოდის. ჩემპიონატი ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი, რომლებშიც გუნდები რეგიონების მიხედვით არიან განაწილებული. “ბარსა ბ” მესამე ჯგუფშია, სადაც ძირითადად კატალონიური, არაგონული და ვალენსიური გუნდები გამოდიან, მათ შორის “ესპანიოლის”, “ლევანტეს”, “ვალენსიას” და “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდები. თითო წარმომადგენელი კასტილია-ლა მანჩას (“კონკენსე”) და კუნძულ მალიორკასაც (“ატლეტიკო ბალეარესი”) ჰყავს. ასე რომ, ამ ჩემპიონატში “ელ კლასიკო ბ” ვერასდროს შედგება, ეს მხოლოდ სეგუნდაში შეიძლება მოხდეს. 

სეგუნდა ბ-დან ამოსვლა დაახლოებით ისეთი სირთულისაა, როგორიც ლა ლიგის მოგება. სასურველი შედეგი კლუბებს საკუთარი ჯგუფის მოგების შემდეგაც კი არ აქვთ გარანტირებული: მათ პლეი-ოფის სისტემით ურთიერთობა დანარჩენ სამ გამარჯვებულთან უნდა გაარკვიონ, ამათგან კი რანგით მეორე ლიგის საგზურს მხოლოდ ორი მოიპოვებს. 

აღზევების შანსი აქვთ ჯგუფში მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ კლუბებსაც. სულ, ასეთი 12 გროვდება და საგზურს მხოლოდ ორი იღებს. 

რაც შეეხება გავარდნას, ბოლო 4 პოზიციაზე გასული გუნდები ავტომატურად ტერსერა დივიზიონში გადადიან, ისინი კი, ვინც მე-16 ადგილს დაიკავებენ, დარჩენისთვის იბრძოლებენ. 

“ბარსა ბ” სეზონის პირველ მატჩს 26 აგვისტოს, სტუმრად, “ალკოიანოს” წინააღმდეგ გამართავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 05 აგვ 2018, 22:56
    #5

    ციტატა: ani-barca10
    კი ყველა ელოდება :დ


    იმედია კაშაები და ჩაქირები არ დაეხმარებიან რეალს წელსაც

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 05 აგვ 2018, 22:46
    #4

    ციტატა: ani-barca10
    რა მომავალი არ გვიჩანს ხავი მოდის მწვრთნელად და ორი მგელი ნახევარმცველი იზრდება ხავი სიმონსი და პუჩი joy


    ვნახოთ ანუშკი წელს ტრიპლეტს ველოდები შენც ელოდები?

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 05 აგვ 2018, 22:30
    #3

    ყველაფერს რო თავი დავანებოთ მომავალი არ გვიჩანს წესიერი არ წავა ესე საქმე

  • Demetradze
    schedule 05 აგვ 2018, 22:28
    #2

    ჩემი აზრით უფრო მეტი ყურადღება სჭირდება მეორე გუნდს უკეთესი ატმოსფერო უნდა შეიქმნას ან მოგების შემთხვევაში რაიმეთი უნდა დაასაჩუქრონ უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ ბიჭებს

  • Rivaldo 10
    schedule 05 აგვ 2018, 22:12
    #1

    Es ra qlibebi arian ra mesame ligis motamasheebis imedzea barselonas momavali. Vai ra gveshveleba