იტალიური “მილანის” ლეგენდა დანიელე მასარო, “ბარსელონასთან” გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, კატალონიელთა ამომავალ ვარსკვლავს, რიკი პუჩს შეხვდა და მასზე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
“რიკი პუჩის მსგავსი ფეხბურთლების თამაში ამტკიცებს, რომ იოჰან კრუიფის მიერ დაწყებული საქმე გრძელდება. “ბარსელონა” ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს მაღალი დონის ახალგაზრდებს და მათ პირველ გუნდში გასაბრწყინებლად ზრდის.
რიკი შემიყვარდა. მას საკუთარი სტილი აქვს და ის ყოველთვის თავაწეული თამაშობს. მას შეუძლია ახალი ანდრეს ინიესტა გახდეს.” – ციტირებს იტალიელის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.
მასაროსთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი თავად პუჩმაც გააკეთა: “მამამ მითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1994 წლის ფინალში, მასარომ “ბარსელონას” 2 გოლი გაუტანა და რომ ის ფეხბურთის ლეგენდაა.
მასარომ მითხრა, რომ მას ჩემი თამაშის სტილი მოსწონს.”
![]()




ჯერ პატარაა,მაგრამ ნიჭი და კრეტიულობა აქვს.თუ იშრომებს, გაიბრწყინებს..
აუცილებლად უნდა მიეცეს მეორეხარისხოვან შეხვედრებში შანსი, ეს ერთადერთი საშუალებაა ასეთი ტალანტების შენარჩუნების (და ეს ბიჭი ნამდვილად უნიჭიერესია). დალოდება, განათხოვრება და მსგავსი სტანდარტული მიდგომები ვერ გაზრდის ლეგენდებს
ოქრო ბიჭი იზრდება ! მთავარია შევინარჩუნოთ ამ იდიოტების ხელში რომლებსაც " ლა მასია " მხოლოდ იმისთვის უნდათ რომ გასაყიდად გავზრდოთ ხალხი ! აბა ჯასტინ კლუივერტის გაშვება შეიძლებოდა ?!
ფიზიკურად მოძლიერება უნდა და უმაგრსი ბიჭია
2 წელი მაინც ბარცელონა ბ ში უნდა იყოს ჯერ მხოლოდ ახლა გადავიდა ბ ში მანამდე უფრო პატარებში იყო და ლიგაც მოიგეს ამის დამსახურებით მაგრამ ჯერ მაინც ადრეა მინიმუმ 2 წელი მერე განათხოვრებაც შეილება 1 წლით
პოგბა ბარსას უახლოვდება: https://m.facebook.com/1038506346288125/photos/a.1038542022951224.1073741827.1038506346288125/1191245751014183/?type=3&source=48