“როდესაც ჩვენ დავმარცხდით, ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდნენ ისინი “კამპ–ნოუზე” – განაცხადა პედრო როდრიგესმა მატჩს–წინა პრესკონფერეციაზე. რთულია არ გაიზიარო ახალგაზრდა კატალონიელის ეს სიტყვები. ჩვენ უსამართლოდ დავმარცხდით და დროა რევანში ავიღოთ. მესის გატანილი გოლი, სონგის არ–გაგდება და ლეოს გაფუჭებული მომენტები, ყველა ჩვენთაგანში აღძრავს როგორც სინანულის, ისე “სისხლის აღების” სურვილს. დია,დიახ, ჩვენ სისხლი უნდა ავიღოთ! “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, იქნება ეს სათადარიგო, თუ ძირითადი გუნდის წევრი. 90 ათასზე მეტმა კულემ კი, ხმის ჩახლეჩამდე უნდა გაამხნევოს ფეხბურთელები. მათ ეს სჭირდებათ!
ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, იქნება თუ არა რაიმე მოზაიკა გაშლილი, თუმცა პეპ გვარდიოლას კომენტარმა ყველა მათგანი წაახალისა – ისინი დღეს გუნდთან ერთად ითამაშებენ. ჩვენ კი ეკრანს იქით ვიქნებით და იმხელა ადრენალინს გამოვყოფთ, რამდენიც მოტოციკლით სიარულის, ან ყველაზე საშიშ ატრაქციონზე ჯდომისას. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეგვიძლია ფეხბურთისგან მივიღოთ. მე დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანი ელის ამ წყეული 3 საათის გასვლას და უცხოურ საიტებზე ეძებს რაიმე სახის ინფორმაციას, რაც ლონდონელების განადგურების სურვილს უფრო აღვივებს.
არსენის ტყუილები – ასეთი შეფასება მისცა კატალონურმა პრესამ ვენგერის ქცევებს. შეუძლებელია ფეხბურთელი 2 დღეში 100%–ით გამოჯანმრთელდეს, როდესაც მისი თამაშის შანსი 0–ის ტოლია (ეს სიტყვები ფრანგს ეკუთვნის).მაგრამ ჩვენ არავის გვეშინია, რადგან გუნდში ლეო მესი გვყავს. ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ლონდონელებს მასტერ–კლასი ჩაუტარა. ვან პერსი არაა ის ფეხბურთელი, რომლისაც ჩვენ უნდა შეგვეშინდეს. კატალონელებმა შეძლეს და გააჩერეს ქრისტინე რონალდო და ჰოლანდიელი? ჰმ.
გუნდს დააკლდება კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე. უნდა ვაღიაროთ, რომ უკანასკნელი საშინელ ფორმაშია. მას ყველა და ყველაფერი ატყუებს. რაც შეეხება კაპიტანს, იგი 2 თვის უთამაშებელი იქნებოდა დღეს რომ ეთამაშა,არ იქნებოდა ფორმაში. ასე რომ სწორედ ეს არის ოპტიმალური დაცვის ხაზი დღევანდელ დღეს. სერხიო ბუსკეტსმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მცველად თამაში, ერიკი კი –უკომენტაროდ. მან ყველა გააოცა. იქნება ვილშერი? ძალიან კარგი.
მე ყველა თქვენგანის კარგად მესმის. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს გაუჭირდება სკოლაში წასვლა თუ ვერ გავედით შემდეგ ეტაპზე, თუმცა იცოდეთ, რომ “ბარსა” მეტია ვიდრე უბრალოდ კლუბი. ლონდონელებს, კი რა უნდა ვუთხრათ ახალი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!!!



