“არსენალი” “ნოუ კამპს” ლეო მესის ლამაზი და ხარისხიანი შოუს შემდეგ უბრუნდება. “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ფაქტი შემოგვთავაზა…
► ამ დღეს, (2010 წლის 6 აპრილი) “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედ–ფინალური ეტაპის შეხვედრაში მონაწილეობას არც კარლეს პუიოლი იღებდა და არც ხერარდ პიკე. მათ ნაცვლად ვალდესის კარის მცველებად მაყურებელს მილიტო და მარკესი მოევლინათ.
► “არსენალს” კატალონიური გრანდი მხოლოდ ერთხელ ყავს დამარცხებული. ეს მარცხიც “ბარსამ” სულ ცოტა ხნის წინ განიცადა. აქამდე კი ამ გუნდებმა ფრედ შეხვედრა 2–ჯერ დაასრულეს, ხოლო დანარჩენ 3 შეხვედრაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ. ამ 3 გამარჯვებას შორის 2006 წლის “პარიზის ფინალიც” შედის.
► ლონდონელებთან მარცხის შემდეგ, პეპის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრაში მოახერხა წარმატების მოპოვება. არსენ ვენგერის გუნდმა კი მხოლოდ 2–ში მოახერხა გამარჯვება, 1–ხელ მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ერთხელაც დამარცხდა.
► გვარდიოლას გუნდისთვის “პანათინაიკოსის”, “კოპენჰაგენისა” და “რუბინ ყაზანის” დამარცხება საკმარისი გახდა იმისათვის, რომ გუნდს მერვედ–ფინალური ეტაპის საგზური მოეპოვებინა.
► კატალონიელებს 4–ჯერ მოუხდათ ჩაეტარებინათ საპასუხო შეხვედრა 2:1–ის შემდეგ. მათ მხოლოდ 2–ჯერ მიაღწიეს წარმატებას.
► “არსენალმა” 15 შესაძლებლობიდან 14–ჯერ მოახერხა “ჩემპიონთა ლიგის” შემდეგ ეტაპზე გასვლა იმის შემდეგ, რაც პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვა.
► გასული 3 წლის განმავლობაში, “ბარსაც” და “არსენალიც” “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედ–ფინალამდე მიღწევა არ გაჭირვებიათ.
► ინგლისურ კლუბს გათამაშებაში ყველაზე მეტჯერ, 20–ჯერ აქვს მეტოქის კარი დალაშქრული. ისინი 113–ჯერ არიან დაჯარიმებულები, რაც “შახტარის” (122) შემდეგ პირველი შედეგია.
► ლეო მესი გოლების მხრივ ანელკას (ჩელსი), მარიო გომესსა (ბაიერნი) და ეტო’ოს (ინტერი) მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.
► მატჩს შვეიცარიელი რეფერი, მასიმო ბუსაკა განსჯის. ეს არის მსაჯი, რომელმაც რომის 2009 წლის ფინალის განსჯა საკუთარ თავზე აიღო.



