workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას გულშემატკივართა იმედი აქვს

გვარდიოლას გულშემატკივართა იმედი აქვს

დღეს, პეპ გვარდიოლამ ტრადიციულად მატჩის წინ პრეს–კონფერენცია გამართა. მან ჟურნალისტებთან “არსენალთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გულშემატკივართა ფაქტორსაც გაუსვა…

 

უკვე 10 დღეზე მეტია, რაც გვარდიოლას პრეს–კონფერენცია არ გაუმართავს. ბოლოს მან ჟურნალისტებთან “მალიორკასთან” შეხვედრის შემდეგ, 26 თებერვალს ისაუბრა. ჟურნალისტებმა რაღა თქმა უნდა შეკითხვა მის ჯანმრთელობაზეც დაუსვეს: “მე უკეთესად ვარ. კარგად არა, მაგრამ უკეთესად.” ამის შემდეგ კი მან საუბარი მხოლოდ მომავალ დაპირისპირებაზე ისურვა და ჟურნალისტებმა მას ხათრი არ გაუტეხეს და მისი ჯანმრთელობის მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ.

 

ახალგაზრდა კატალონიელმა მწვრთნელმა ხაზი გულშემატკივართა ფაქტორს გაუსვა. მისი აზრით სამშაბათს “ნოუ კამპზე” შეკრებილი პუბლიკა მატჩის ბედში ძალიან დიდ როლს ითამაშებს. “გულშემატკივრები ჩვენ 1/4 ფინალში გაგვიყვანენ”, თქვა მან. “ჩვენ დამარცხება არ შეგვიძლია, ეს ჩვენთვის დიდებული გამოწვევაა.”

 

მოგეხსენებათ საუბრები იყო იმის შესახებ, რომ ლონდონელების რამდენიმე ვარსკვლავი დააკლდებოდათ, მაგრამ საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ ყველა, ვან პერსის ჩათვლით, კატალონიაში გაემგზავრა. “ლონდონელთა ყველა ვარსკვლავი მწყობრშია და ამიტომაც ჩვენ შესანიშნავი სპექტაკლის დადგმის საშუალება გვეძლევა”, განაცხადა პეპმა.

 

ჟურნალისტებმა პეპს რაღა თქმა უნდა კითხვები იმ ფეხბურთელების შესახებაც დაუსვეს, რომლებიც მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. ასეთი ორია: ტრავმირებული კარლეს პუიოლი და დისკვალიფიცირებული ხერარდ პიკე. “ბარსელონას” მწვრთნელმა 2 წლის წინანდელი “ჩემპიონთა ლიგის” ფინალი გაიხსენა და განაცხადა: “თუ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შევძელით, ეს კარლესისა და პიკეს არყოფნით არ იქნება გამოწვეული.”

 

გვარდიოლას ვარაუდით, ცენტრში თავისუფლად სათამაშოდ მისი გუნდის ფეხბურთელებისთვის საკმარისი ადგილები არ იქნება და ლონდონელები კონტრ–შეტევებში ძალიან სახიფათონი იქნებიან, მაგრამ ამისდა მიხუედავად: “ჩვენ გოლების გასატანად აუცილებლად შეტევაზე ვითამაშებთ. ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს.”

 

პრეს–კონფერენციის ბოლოს, გვარდიოლამ ასევე მოწინააღმდეგე გუნდი და მისი მთავარი მწვრთნელი შეაქო. “მათმა მწვრთელმა იცის ამ შეხვედრის ფასი … ძალიან კარგია ჩემპიონატში დარჩენა.”

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში