workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპული” მზადაა ჟეფრენში 7 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

“ლივერპული” მზადაა ჟეფრენში 7 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

ინგლისური “ლივერპული” აკვირდება კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ხეფრენ სუარესს, იტყობინება გაზეთი Daily Mirror.

მერსესაიდული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს. როგორც გაირკვა ისინი უკვე დიდი ხანია უყურებენ ხეფრენს და საბოლოოდ გადაწყვიტეს კიდეც მისი ყიდვა. ვენესუელელ ნახევარმცველს “ბარსასთან” კონტრაქტი 2012 წელს ეწურება.

სუარესმა “ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში 3 წელი ითამაშა და 82 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება პირველ კლუბს, ის 2008 წლიდან თამაშობს და იქიდან მოყოლებული მხოლოდ 17 მატჩში მოახერხა მონაწილეობის მიღება და 3 გოლიც შეაგდო (ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელი სულ რაღაც შვიდჯერ გამოჩნდა მოედანზე და 1 გოლი გაიტანა).

ვნახოთ დათანხმდება თუ არა ამ შემოთავაზებაზე “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და თავად ფეხბურთელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward