“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, დიდი ალბათობით, ესპანეთის ნაკრებს ჩაიბარებს.
მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ფერნანდო იერომ “ფურია როხას” დროებითი დამრიგებლის პოსტი დატოვა. ამჟამად, ესპანეთი უმწვრთნელოდაა.
Marca-ს ცნობით, დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი დირექტორთა საბჭოს მთავარი მწვრთნელობის თავის კანდიდატს შესთავაზებს და ეს ლუის ენრიკე იქნება.
სახელდება სხვა სახელებით: კიკე სანჩეს ფლორესი, მიჩელი, რობერტო მარტინესი და ვიქტორ სანჩეს დელ ამო. თუმცა, რუბიალესის ფავორიტი ყოველთვის ლუის ენრიკე იყო.
ლუის ენრიკე ესპანელია, მას მოქმედი კონტრქტი არ აქვს, საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია და უმაღლესი დონის ფეხბურთლებთანაც უმუშავია.
მადრიდული პრესის ცნობით, ენრიკე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლუის ენრიკე “ბარსელონას” 2014-2017 წლებში წვრთნიდა. მან გუნდს 9 ტიტული მოაგებინა.




ხოო რობერტო ბევრად ჯობს კარვახალს და ნაჩოს ორივე წავა ნაკრებიდან ბელერინი და რობერტო ჩაანაცვლებენ
sergi roberto dabrundeba nakrebshi 100 % , enrikes sayvareli fexburteli iyoo…
Neta chori arikos
ამ ეტაპზე ყველაზე კარგი ვარიანტია