“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბუთელმა, გარი ნევილმა არგენტინის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში შეაფასა.
“საუბარი მესის არგენტინაზე? ისლანდიასთან მატჩში დამტკიცდა, რომ როცა შემადგენლობაში ვილი კაბალიერო და მარკოს როხო გყავს, ტურნირზე უშანსოდ ხარ.”-ციტირებს ინგლისელი მოთამაშის სიტყვებს Squawka.
შეგახსენებთ, რომ “ალბისელესტე” მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთთან მატჩში გამოეთიშა. დიდიე დეშამის შეგირდებმა ხორხე სამპაოლის კოლექტივს 4:3 სძლიეს.