მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის პირველ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთის და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
თამაშის დასაწყისში არგენტინელების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ანტუან გრიზმანმა გამოიყენა, ტაიმის ბოლოს კი ანგარიში ანხელ დი მარიამ, შორეული დარტყმით გაათანაბრა.
მეორე ნახევარის პირველივე წუთებზე სამხრეთ ამერიკელები გაბრიელ მერკადოს გოლით წინ გავიდნენ, შემდეგ კი, 11 წუთიან მონაკვეთში, ფრანგებმა სამი გოლი გაიტანეს. 57-ე წუთზე თავი ბენჟამენ პავარმა გამოიჩინა, 64-ე და 68-ე წუთებზე კი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელიც შეხვედრაში უდავოდ საუკეთესო იყო. მატჩის მიწურულს სიტუაცია დაიძაბა, როცა ლეო მესის ჩაწოდების შემდეგ სერხიო აგუერომ უგო ლორისის კარი აიღო და ანგარიში 4-3 გახადა, მაგრამ ხორხე სამპაოლის გუნდმა დარჩენილ დროში გათანაბრება ვეღარ მოახერხა.
ლეო მესიმ და სამუელ უმტიტიმ მოედანზე 90 წუთი გაატარეს, უსმან დემბელეს კი არ უთამაშია.
1/4 ფინალში საფრანგეთის მეტოქე ურუგვაი ან პორტუგალია იქნება.



ერთი მიზეზი რატოუნდა მიცენ ნემარს ოქროს ბურთი მითხარი ?? გოლი არ აქვ ნეყმარ გატანილი და კოუტინიოს ხარჯძე უნდა მიცენ ??
ბრაზილია კი ძმაო უეჭველი გეთანხმები.წინ კიდე დიდი ამბები მოხდება.ნეიმარიც გაიტანს გოლს
მესის გოლი ნიგერიასთან და დღევანდელი პასი აგუეროზე ჯობდა რონალდოს 4გოლს დე ხეას ჩაჯმა და პენალის დედას ვტენე
აბა რა.ნეტა ის ბურთი გაეტანა მარჯვენა ფეხით.