ჩუმის და რიკი პუჩის შემდეგ, “ბარსელონამ” კონტრაქტი კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუხანგრძლივა. ეს კარლეს პერესია, რომელიც გასულ სეზონში “ბარსა ბ”-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. მან ახალგაზრდულ ლიგაშიც მიიღო მონაწილეობა და კატალონიელების გამარჯვებაში 9 მატჩში გატანილი 7 გოლით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
პერესის კონტრაქტი ორი სეზონის განმავლობაში იმოქმედებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
დღეიდან, ხელმძღვანელობა აბელ რუისთან, ხუან მირანდასთან და ორიოლ ბუსკეტსთან ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე იმუშავებს.




კარგია.წარმატებები
Palenciac dasawinaurebelia semedus shemcvlelad.kargad tamashobs