მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Don Balon: გრიზმანის ალტერნატივა მოჰამედ სალაჰია

Don Balon: გრიზმანის ალტერნატივა მოჰამედ სალაჰია

მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი “ბარსელონას” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება. თუმცა, თუ კატალონიელებმა ამ ზაფხულში მისი დამატება ვერ შეძლეს, მოჰამედ სალაჰის შეძენას ეცდებიან. ამ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, “ლივერპული” მის სანაცვლოდ, სულ მცირე, 200 მილიონ ევროს მოითხოვს. ეგვიპტელმა თავი განსაკუთრებით მხოლოდ გასულ სეზონში გამოიჩინა, რაც ამ თანხას გადაჭარბებულს ხდის, მაგრამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვით თუ ვიმსჯელებთ, სალაჰი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) იყო. 

მოჰამედმა ყველა ტურნირზე თავი 44 გოლით გამოიჩინა, პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა და “ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლაში დიდი წვლილი შეიტანა, იქ კი ტრავმა მიიღო და გუნდს ბოლომდე ვეღარ დაეხმარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Dato112
    schedule 12 ივნ 2018, 01:36

    au naklebad mgonia magram eg ise mevaseba neta grizis transferi chaichalos

  • სერხი რობერტო
    schedule 11 ივნ 2018, 23:14

    ეს დოღის ცხენი რა ჭირად გვინდა წადი მოაშორეთ აქედან