მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: არგენტინის ნაკრებმა მესის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს

მასკერანო: არგენტინის ნაკრებმა მესის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, რომელმაც კატალონიური გუნდი გასული სეზონის მიმდინარეობისას დატოვა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს იხსენებს და მოახლოებულ მუნდიალზეც საუბრობს. 

“რაც ბრაზილიის მუნდიალზე მოხდა, იქამდე გამოცდილი არ გვქონდა. ეს, ნამდვილად, უნიკალური გამოცდილება იყო. ჩვენი თამაშის სტილი, სისტემა ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩამოვაყალიბეთ. ამ ტურნირზე ყოველთვის ასე ხდება. ამას გაცნობიერებულად ვაკეთებდით და შედეგად, ფინალამდეც მივედით. შედეგის მიუხედავად, არგენტინამ, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ერთი მიზნისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოდით. გერმანელთა გოლის მომენტმა კი დაამტკიცა ის, რომ ფეხბურთის ბედს დეტალები წყვეტს. ანდრე შურლემ ბურთის ჩაგდება ზუსტად იქ მოახერხა, სადაც ჩემი და პაბლო საბალეტას ყოფნის მიუხედავად, მცირე ცარიელი სივრცე იყო, იქ კი ბურთი მარიო გიოტცემ მიიღო… ეს მოულოდნელად მოხდა. 

რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ჩვენი მთავარი სურვილია, ლეო მესი საუკეთესო ფორმაში იყოს. ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყველასთვის ნათელია, რომ მისი მდგომარეობა საერთო გუნდის მდგომარეობას განაპირობებს, ასე რომ დანარჩენი ფეხბურთელების კონდიციებმა მისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს”. – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს The Guardian. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Guro messi
    schedule 10 ივნ 2018, 11:45

    მასკე და ლეო აწევენ მუნდიალის თასს

  • L.MESSI-10
    schedule 09 ივნ 2018, 23:58

    ლანსინისთან ერთად ბანეგაც დაიმტვრა??? იცით ვინმემ?

  • Barcelona2006
    schedule 09 ივნ 2018, 22:58

    🙂 ფინალი არგენტინა-ბრაზილია გაასწორებს მაგრად :)))))