მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა”, “რეალი” და “ატლეტიკო” შკრინიარისთვის იბრძოლებენ

“ბარსა”, “რეალი” და “ატლეტიკო” შკრინიარისთვის იბრძოლებენ

“ბარსელონა” მილანის “ინტერის” ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის შეძენით კვლავ ინტერესდება. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვალვერდეს გუნდს კონკურენციას მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო” გაუწევენ.

“ატლეტიკომ” შკრინიარის დამატება გაზულ ზაფხულშიც სცადა, როცა ის ჯერ კიდევ “სამპდორიას” ფეხბურთელი იყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა, “რეალი” კი სლოვაკს სერხიო რამოსის სამომავლო შემცვლელად განიხილავს. 

“ინტერს” შკრინიარის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს მიღება სურს. მათ უარით უკვე გაისტუმრეს “მანჩესტერ სიტი”, რომელიც იტალიურ გუნდს 55 მილიონს სთავაზობდა. 

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 40 მატჩში მიიღო და დაცვის ხაზზე თამაშით თავის გამოჩენის გარდა 4 გოლის გატანაც მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • ROUCH
    schedule 31 მაი 2018, 22:34

    სანამ სათაურს წავიკითხავდი სურათს რო შევხედე რაკიტიჩი მეგონა და რა გამიხარდა მეთქი ინტერში მიდის

  • Ikks
    schedule 31 მაი 2018, 21:55

    დე ლიხტის გარდა არავინ გვინდა ვაბშე

  • Berlinetta♥
    schedule 31 მაი 2018, 20:29

    ამ წელს ლანგლე მოვა, მერმის დე ლიხტი, რად გვინდა ეს შკრინარი …

  • arthur meloo
    schedule 31 მაი 2018, 20:09

    რა შკრინიანირი ხალხო გაუბერეთ დე ლიხტს კარგავთ რა სატრანსფერო პოლიტიკა გაქვთ გაგიჟდება კაცი ნახევარმცველი ვერ მოგიყვანიათ
    ჟორჟინიო დავკარგეთ პიანიჩზე რეალუ ჩალიჩობს და არაა გამორიცხული დაითრიოს რაბიო ნაპოლში გადავა იმიტო რო ვერ ჩამოყალიბდით
    სავიჩი გვჭირდება მარა ვერ ყიდულობთ ალკანტარა რავი არ მეიმედება რას აპირებენ ვეღარ გავიგე