workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი, ჟეფრენი კი, პუიოლი არა

ვალდესი, ჟეფრენი კი, პუიოლი არა

დღეს გაიმართა ფინალური სესია “ბარსელონასი” “სარაგოსასთან” მატჩამდე. ვარჯიშზე 19 ფეხბურთელი იმყოფებოდა, იმყოფებოდა ვალდესი და ხეფრენი, სამაგიეროდ არ იმყოფებოდა კარლეს პუიოლი. 

მეორე გუნდიდან იმყოფებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რობერტ მინიო, ისიც იმ შემთხვევაში თუკი ვალდესს თამაშის უფლება არ მიეცემა. მაგრამ როგორც ჩანს, ხეფრენს და ვიქტორ ვალდესს თამაშის საშუალება მიეცემათ, მათ დილით გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

რაც შეეხება კარლეს პუიოლის, როგორც ჩანს იგი სრულიად ჯანმრთელად არ არის, ამიტომაც გუნდი არ რისკავს და მას “არსენალთან” თამაშისათვის ინახავს. 

რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას იგი დღეს თავს უკეთ გრძნობს და შესაძლოა იყოს კიდევაც სათადარიგოთა სკამზე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში