მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაზილიაში “ბარსელონას” შეთავაზებას ადასტურებენ

ბრაზილიაში “ბარსელონას” შეთავაზებას ადასტურებენ

Sport-ის ცნობით, პეპ სეგურა ამ კვირაში ბრაზილიაში ჩავიდა და “სანტოსის” ხელმძღვანელობას როდრიგო გოეშის ტრანსფერზე მოელაპარაკა. ბრაზილიური მედია ადასტურებს, რომ “ბარსელონამ” ამ შეხვედრაზე სამხრეთ ამერიკელებს 30 მილიონი შესთავაზა, თუმცა “სანტოსის” წარმომადგენლების თავდაპირველი  პასუხი დადებითი არ იყო. 

კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზე კარლოს პერესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თანაც “სანტოსსა” და “ბარსელონას” შორის ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. 

17 წლის როდრიგო “სანტოსის” ძირითადი გუნდის წევრი 2017 წლიდანაა. მიმდინარე სეზონში მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • lesane C
    schedule 26 მაი 2018, 19:51

    ამის ყიდვას და 50 მილიონის გადახდას (თან მადრიდისტა ყოფილა) კლაივერტზე იჩალიჩონ

  • messi and iniesta
    schedule 26 მაი 2018, 18:54

    ლენნგლე და გრიზმანი უეჭველი უნდა ვიყიდოთ სხვა მეორე ხარისხოვანია

  • barca`barca
    schedule 26 მაი 2018, 15:54

    საიტს რა ჭირს პატრონი არ ყავს აქაურობას? იმდენი რეკლამაა კომენტარების სექციამდე ძლივს ჩამოვაღწიე..მიაქციეთ ყურადღება

  • messiiesta
    schedule 26 მაი 2018, 15:09

    აუ რამდენ რეკლამებს აგდებს რა იყო რას გავს საიტი