workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა მატჩის წინ

ვილანოვა მატჩის წინ

ხოსეპ გვარდიოლა კვლავ შეუძლოდაა, საავადმყოფოდან გვარდიოლას გამოწერა დღეს იგეგმება თუკი კიდევ რაიმე არ მოხდა გაუთვალისწინებელი. მანამდე კი მატჩისწინა პრესკონფერენცია, გვარდიოლას დამხმარემ ტიტო ვილანოვამ გამართა. 

“შესაძლოა ყველა “სარაგოსას” აღიქვამდეს ისეთ გუნდად, რომელსაც “ბარსელონა” ცალი ფეხით მოუგებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე ძალიან ასეთი თამაშების მეშინია, როდესაც გუნდი მოწოდების სიმართლეზეა და მას ეთამაშება გუნდი, რომელსაც ყავს ძალიან კარგი მწვრთნელი კარგად დაკომპლექტებული ფეხბურთელებით, ეს მატჩი ჩვენთვის იოლი არ იქნება”.

“მართალია ჯერ ადრეა “არსენალთან” მატჩზე ფიქრი, მაგრამ ეს გარდაუვალია, რადგანაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 3–4 დღე დაგვრჩა ამ მატჩისათვის მოსამზადებლად, “სარაგოსასთან” მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ ლონდონურ კლუბს კარგ ფორმაში შევხვდეთ”.

“პუიოლი და ვალდესი უკვე თითქმის სრულად გამოჯანმრთელდნენ, კარგი ისაა, რომ მათ ვარჯიშის დაიწყეს. ყველაფერი მაშინ გადაწყდება, როდესაც ისინი ბოლო სესიას ჩაატარებენ”. 

“მართალია გვარდიოლა საავადმყოფოშია, მაგრამ იგი გუნდთან არის სულიერად. არ ვიცი შეძლებს თუ არა მატჩზე დასწრებას, მაგრამ ეს მისი დიდი სურვილი, რომ არის ეს ყველასთვის ცნობილია, ვნახოთ მისცემენ თუ არა მედიკოსები მას უფლებას დაესწროს “ბარსელონა” “სარაგოსას” მატჩს”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში