workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გასრულდა ესე ამბავი…

გასრულდა ესე ამბავი…

“გასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა” – დიახ, 34 წლის ასაკში ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” ემშვიდობება. ეს დღე სევდიანია არა მარტო კულეებისთვის, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის. 

“მან მოიგო ყველა შესაძლო ტიტული და ამასთან ის შესანიშნავად თამაშობდა, მას ყველა პატივს სცემს და მსოფლიოს უყვარს.” – სწორედ ასე დაახასიათა ჩავი ერნანდესმა მისი ყოფილი თანაგუნდელი ღია წერილში. 

“დასრულდა ერა. ანდრეს ინიესტა ტოვებს “კამპ ნოუს”. ერთ-ერთი საუკეთესო მის ან სხვა ნებისმიერ თაობაში. თავმდაბალი, მაგრამ ჩემპიონი. მოკრძალებული, მაგრამ ბრწყინვალე. პატარა, მაგრამ უზარმაზარი. “ბარსელონაში” უკანასკნელი მატჩი, მაგრამ სამუდამოდ მახსოვრობაში. მადლობა და ნახვამდის, დონ!” – გარი ლინეკერი ასე დაემშვიდობა “ბლაუგრანას” კაპიტანს. 

ეს ორი ციტატა კარგად აღწერს ამ არაჩვეულებრივი ფეხბურთელის განვლილ გზას. ნამდვილი კაპიტანი მაგალითი იყო თანაგუნდელებისთვის, ახალგაზრდებისთვის, გულშემატკივრებისთვის. ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მისი თამაში. რთულია იყო სუპერვარსკვლავების ჩრდილის ქვეშ, ამის გამო მას ბოდიშიც კი მოუხადეს (“ოქროს ბურთის” გამო), მაგრამ მას არასოდეს აინტერესებდა პირადი ტიტულები.  

“მე ჩემი თავი ვარსკვლავად არ მიმაჩნია. ზოგ ადამიანს მოსწონხარ, ზოგს არა. საბოლოოდ უნდა იყო ის ვინც ხარ” 

“როდესაც 12 წლის ვიყავი, მამაჩემი 3 თვე აგროვებდა ფულს, რომ ჩემთვის ბუცები ეყიდა. ახლა მაქვს ფული, მაგრამ როდესაც იმ ბუცებს ვუყურებ, მახსენდება საიდან მოვდივარ.” 

ბავშვობაში ყველას სურდა გამხდარიყო პელე, მარადონა, რონალდინიო, რონალდო ან ვინმე სხვა. ყველას ბევრი გოლის გატანა და განსხვავებულად აღნიშვნა უნდოდა. ანდრესმა კი ეს ყველაფერი შეცვალა. არ არის აუცილებელი იყო თავდამსხმელი, რომ მოიპოვო აღიარება. ანდრეს ინიესტა გახდა ბავშვების კუმირი არა იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა, არამედ იმიტომ, რომ მან ყოველი მატჩი დღესასწაულად გადააქცია. მისი ელეგანტური მოძრაობები, აუღელვებელი და საუკეთესო გადაწყვეტილებები, უზუსტესი პასები, მოედნის ხედვა, “ბარსელონას” წარმატების გასაღები გახდა. მან თავისი პიროვნული ხასიათი მოედანზე გადმოიტანა. სწორედ ეს გახდა მიმზიდველი გულშემატკივრისთვის. სწორედ ამიტომ ყველა სტადიონზე ანდრეს ინიესტას ფეხზე უდგებიან. 

“პოპულარობა არ გცვლის, ის უბრალოდ აჩვენებს შენს ნამდვილ სახეს. მე არ ვგრძობ თავს უკეთესად, უარესად ან განსხვავებულად, როგორც სხვები.”

2010 წელს, სანამ მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა, მას მძიმე პერიოდი ედგა ცხოვრებაში. მისი მეგობარი დანი ხარკე გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ანდრესზე ძალიან იმოქმედა. მან პროფესიონალებიც კი დაიხმარა, რადგან მას აღარ ჰქონდა ფეხბურთის თამაშის სურვილი. იმ ზაფხულს ინიესტამ ესპანეთის ნაკრებს ფინალში მოაგებინა ოქროს გოლით და ეს გოლი მის გარდაცვლილ მეგობარს, “ესპანიოლის” ფეხბურთელს დანი ხარკეს მიუძღვნა.

2011-12 წლების სეზონში ინიესტამ აჯობა ორ ვარსკვლავს ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდუს. ის გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. 2009 წლიდან მოყოლებული ის ხვდებოდა FIFA-ს საუკეთესო 11-ეულში. მან გაიარა არა მარტო მძიმე და რთული დღეები, არამედ აჯობა ბევრ მის კონკურენტს. დაუმტკიცა, რომ ის საუკეთესოა. 

ანდრეს ინიესტამ გუშინ ბოლო მატჩი ჩაატარა “ბარსელონას” რიგებში. დარწმუნებული ვარ ვერავის ვერ წარმოგვიდგენია თუ როგორი რთული იქნება შემდეგი სეზონიდან მის გარეშე თამაში. კულეები ბედნიერები უნდა ვიყოთ იმით, რომ ანდრეს ინიესტა ჩვენს საყვარელ გუნდში თამაშობდა და შესანიშნავი წამები გვაჩუქა. ამ წლების განმავლობაში მან წარუშლელი კვალი დატოვა, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა შეეცდება რომ გაჰყვეს. 

მადლობა, ანდრეს!

[media=https://www.youtube.com/watch?v=C_OaKYKUKWI]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • manuchari
    schedule 21 მაი 2018, 16:08
    #12

    ფეხბურთელი რომელის შემცვლელსაც ვერ ვნახავთ ეს მხოლოდ ინიესტაა…. ყველა დროის საუკეთესო იგროკი ხარ ინი…. დიდი მადლობა შენგან მინიჭებული ლამაზი წუთებისთვის… იმედი მაქვს ბარსას რიგებში კიდე გიხილავ მწვტნელის რანგში…. წარმატებები ვისკა ბარსა ვისკა კატალონია…..

  • ^Barca-Vision^
    schedule 21 მაი 2018, 15:45
    #11

    ციტატა: royal madrid…..
    თუ ფინდათ რომ შემდეგ სეზონში ინიესტა ამოავსოთ გჭირდებათ მილინკოვიჩ სავიჩი ან ჰარი ვინკსი .ერიკსენი უფრო შემტევია და არ გირჩევთ სივრცეებს დატოვებს . და გრიზმანი გინდათ ყველა ვარიანტში . სემედუ ძირითადში უნდა დააყენოთ და რობერტო ნახევარდაცვაში . აგრეთვე როტაცია იქნება ცენტრში და აღარ გაგიჭირდებათ . რაკიტიჩზე უკეთესს მაინც ვერ იყიდით ამ ეტაპზე. მეკარე კარგი გყავთ დაცვაში კი ამ მინას მარლონ სანტოსი ჯობია ამიტომ უადგილო არ იქნება თუ მასაც მისცემთ შანსს.დემბელეს დრო უნ და 1-2 წელი მაინც რომ გაიხსნას . მომავლის საუკეთესო ფეხბურთელი კი მბაპეა . მაგრად მინდა რეალში. იმედია საინტერესო ახალი სეზონი გამოვა მანამდე კი მივადევნოთ თვალი მსოფლიოზე გერმანული მანქანის ტრიუმფს .

    Au ise ki madridista xar mara imena rasac vfiqrob me barsaze zustad is dawere uvelafershi getanxmebi 100 ptocentit

  • marusa barcelona
    schedule 21 მაი 2018, 15:22
    #10

    ციტატა: ravicierti
    მარტო მე ვტიროდი წუხელ თუ თქვენც? :დდ


    ციტატა: ravicierti
    მარტო მე ვტიროდი წუხელ თუ თქვენც? :დდ


    მეც

  • messi and iniesta
    schedule 21 მაი 2018, 14:41
    #9

    საუკეთესო ლეგგენდა ნახვამდის

  • neo222
    schedule 21 მაი 2018, 13:53
    #8

    გასრულდა ესე ამბავი უცხო მოყმისა heart_eyes

  • royal madrid…..
    schedule 21 მაი 2018, 13:49
    #7

    თუ ფინდათ რომ შემდეგ სეზონში ინიესტა ამოავსოთ გჭირდებათ მილინკოვიჩ სავიჩი ან ჰარი ვინკსი .ერიკსენი უფრო შემტევია და არ გირჩევთ სივრცეებს დატოვებს . და გრიზმანი გინდათ ყველა ვარიანტში . სემედუ ძირითადში უნდა დააყენოთ და რობერტო ნახევარდაცვაში . აგრეთვე როტაცია იქნება ცენტრში და აღარ გაგიჭირდებათ . რაკიტიჩზე უკეთესს მაინც ვერ იყიდით ამ ეტაპზე. მეკარე კარგი გყავთ დაცვაში კი ამ მინას მარლონ სანტოსი ჯობია ამიტომ უადგილო არ იქნება თუ მასაც მისცემთ შანსს.დემბელეს დრო უნ და 1-2 წელი მაინც რომ გაიხსნას . მომავლის საუკეთესო ფეხბურთელი კი მბაპეა . მაგრად მინდა რეალში. იმედია საინტერესო ახალი სეზონი გამოვა მანამდე კი მივადევნოთ თვალი მსოფლიოზე გერმანული მანქანის ტრიუმფს .

  • ravicierti
    schedule 21 მაი 2018, 13:36
    #6

    მარტო მე ვტიროდი წუხელ თუ თქვენც? :დდ

  • barcelona763
    schedule 21 მაი 2018, 13:22
    #5

    მადლობა ყველაფრისთვის ანდრეს შენ შემცვლელს ბარსა ვერასდროს იპოვის N1 ნახევარმცველი ხარ heart_eyes sweat pensive disappointed sleepy

  • MessiAbuTidze4848
    schedule 21 მაი 2018, 13:15
    #4

    2002-2018 ნახვამდის დონ !

  • royal madrid…..
    schedule 21 მაი 2018, 11:35
    #3

    რამდენ ადამიანს წაუვა კუმირი ფეხბურთიდან იმდენს მისტირის . მაინტერესებს რონალდუ რომ წავა როგორ ხასიათზე ვიქნები .

  • cinto99
    schedule 21 მაი 2018, 08:07
    #2

    sob sob sob sob sob sob sob sob sob sob sob sob sob ანდრეეს

  • Johan Cruyff 14
    schedule 21 მაი 2018, 07:20
    #1

    გრაციას ანდრეს საუკეთესო