კატალონიური გამოცემა Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ტოტენჰემ ჰოტსპური” “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველ რიკი პუჩთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო პუჩის თამაშის სტილით მოხიბლულია და “ტოტენჰემის” მიმართ ინტერესს თავად 19 წლის ფეხბურთელიც იჩენს.
“დეზების” გარდა, იუვენილ A გუნდის წევრს კიდევ რამდენიმე შეთავაზება აქვს, მათ შორის “ბარსელონასგან”, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
პუჩი მიმდინარე სეზონში ძირითადი გუნდის ვარჯიშზე რამდენიმეჯერ გამოჩნდა, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს ფეხბურთელებთან ერთად არ უთამაშია.



არ ვიცნობ მაგრამ რადგან ასეთი ამბები გამოიწვია ცუდი ფეხბურთელი არ უნდა იყვეს
არ ვიცცი რა შეუძლია მაგრამ ვფიქრობ რომ არ უნდა გაუშვათ
არ ვიცი ეს ბიჭი