ლიონელ მესი ლა ლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ თვეში “ბარსელონამ” ლა ლიგის მოგება გაინაღდა და არგენტინელმა ამაში დიდი როლი ითამაშა.
მესიმ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ “ბარსელონას” ლიდერმა მხოლოდ ჰეთ-თრიქების შესრულება მოახერხა, “ლეგანესის” და “დეპორტივოს” კარში.
არგენტინელს ჯილდოს კვირას, “სოსიედადთან” მატჩის დაწყების წინ გადასცემენ.




მომდევნო მატჩებშიც კარგად ითამაშებს ლეო.ოქროს ბუცი აქვს უკვე.მუნდიალსაც რომ დადებს არგენტინა ლეოს მიცემენ ბურთსაც
აბა მაისი ჯერ არ გასულა და წინასწარ როგორ განსაზღრავენ საუკეთესოს?
მარტო აპრილის?
აპრილის კი არა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა