ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ესპანური კლუბებისათვის ძალიან კარგია და მომგებიანი. ამჟამად “ჩემპიონთა ლიგაზე” 3 ესპანური გუნდი თამაშობს, სამივე მათგანს აქვს შანსი მომდევნო ეტაპზე გასვლისა.
თუკი რომელიმე მათგანი ანდაც სამივე მათგანი გავა გათამაშების 1/4 ფინალში, მაშინ ისინი “ლიგამდე” მატჩს საკუთარ ჩემპიონატში ჩაატარებენ არა შაბათს ან კვირას, არამედ პარასკევს.
ძალიან ბევრჯერ ჟოზე მოურინიოს ამასთან დაკავშირებით გამოუთქვამს უკმაყოფილება, არამარტო მადრიდელთა თავკაცს, არამედ უამრავ ფეხბურთელს, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობს, რომ ფეხბურთელები ელემენტარულად ვერ ასწრებენ მატჩისათვის სათანადოდ მომზადებას, როგორც ხედავთ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს ვითარება გაითვალისწინა და მათთვის პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო.
