მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ვილიარეალთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ვილიარეალთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ვილარეალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“სამი შეხვედრა დაგვრჩა და იგივე შემართებით თამაშს ვაპირებთ. გვსურს, ფორმა შევინარჩუნოთ და ეს მატჩებიც მოვიგოთ.

“ვილიარეალს” კარგი სეზონი აქვს, მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. 

ალბათ, ისეთ ფეხბურთელებს მივცემ თამაშის შანსს, რომლებიც, მთელი სეზონის განმავლობაში, ძირითადად, შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ ან ნაკლები დრო ეძლეოდათ. თუმცა, შემადგენლობა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ანგარიშგასაწევი იქნება. 

საერთო ჯამში, სეზონი კარგი გამოვიდა. ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ეს გამოვასწორეთ. რომ არა რომში საშინელი მატჩი, სეზონი უკეთესი გამოვიდოდა, მაგრამ მაინც ბევრს მივაღწიეთ”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში