არდა თურანმა, რომელიც “ბარსელონადან” იჯარის წესით სტამბულის “ბაშაქშეჰირში” თამაშობს, თურქეთის სუპერ ლიგის შეხვედრის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო და დიდი ალბათობით, საქმე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით არ დასრულდება.
“სივასსფორის” წინააღმდეგ მისი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა და ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებასაც, დამატებულ წუთებზე კი რობინიოს (იმ რობინიოს, რომელიც გეცნობათ) დარტყმით მეტოქეებმა ანგარიში გაათანაბრეს. როგორც ჩანს, ამან თურანზე ძალიან იმოქმედა და ბოლო ეპიზოდში მსაჯს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ხელი კრა და გაძევებაც დაიმსახურა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=Yj9xHhWiGw8]
“ბაშაქშეჰირს” ქულები ძალიან სჭირდება, რადგან ჩემპიონობისთვის იბრძვის. დარჩენილ ტურებში ბრძოლის გაგრძელება კი მათ არდას გარეშე მოუწევთ.
ყოფილი არბიტრის, დენიზ ჯობანის აზრით, თუ წესებს ჩავხედავთ, მას 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის, მაგრამ ფიქრობს, რომ დიდი შანსია, ეს რიცხვი ხუთს არ აცდეს. ასეა თუ ისე, 31 წლის შემტევისთვის სეზონი დასრულებულია.



რა.იჯარა მე გაყიდული მეგონა უკვე
იმედი რატოა?
მაგრა მევასება ეს ფეხბურთელი და თან შანსი აქვს პირველი ფეხბურთელი გახდეს ვინც ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება
ბენფიკაში რო ფეისა თამაშობს ეგ არის გამხდარი უკვე
იმედი რატოა?
მაგრა მევასება ეს ფეხბურთელი და თან შანსი აქვს პირველი ფეხბურთელი გახდეს ვინც ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება
იმედია ტურქეთის ლიგას მოიგებს არდა