“ბარსელონას” მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი თავის 26-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
გერმანელი კიპერი 1992 წლის 30 აპრილს, ქალაქ მიონხენგლადბახში დაიბადა. ოთხი წლის ასაკიდან ის ადგილობრივი “ბორუსიას” ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა. სწორედ იქ შედგა მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე.
ტერ შტეგენი მიონხენგლადბახის “ბორუსიას” პირველ გუნდში სამი წელი თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, ბუნდესლიგაში მან 108 მატჩის ჩატარება მოასწრო.
ამის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში, მარკი “ბარსელონამ” 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ახალ გუნდში მისი სადებიუტო სეზონი ბრწყინვალე გამოდგა და ტრიპლეტი მოიგო.
კლაუდიო ბრავოსთან მძიმე კონკურენციის შემდეგ, ტერ შტეგენი კატალონიური გრანდის ძირთადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და კვლავაც აგრძელებს “კამპ ნოუზე” ასპარეზობას.




გილოცავ
უძლიერეს მეკარედ ჩამოყალიბდა..ჯერ ახლგაზრდაა და კარიერის ბოლოსკენ საუკეთესოებში მოიხსენიებენ დაწმუნებულივარ<3
სი ყველაზე ობიექტუეო მადრიდისტა ხარ და ჰალაზე როცა შევედი დღესრა ხდებოდა იქ და იშვიათი ნაწილი თუ მოგვილოცავდა გულით და დანარჩენი რეებს იძახოდა არ ვოტყვი ერთს ბიტყვი მარტო ილიარიონი რეებს წერდა კიდე არ შეოლება შენნ ნაირად მოგვილოცონ ჩპიონობა? რა დაშავდება და ერთი იყო კიდე ბარსას ფანი იქ ზეომობდა არსებობს ვივა ბარსა და ბარსამანია და იქ ზოგიერთს კიდე ნერვებს ნუ უშლით
გაიხარე ძმა უბრალოდ ვცდილობ შეურაცხყოფა არავის არ მივაყენო და არავის საქმე არაა ვინ სად იზეიმევს ჩემპიონობას მთავარია არავინ ნერვებზე არ ითამაშოს თორე ვისაც სად უნდა იქ აღნიშნავს და კიდე მოლოცვას წინ არაფერი არ უდგას და მსახურებულად მოიგეთ ლა ლიგა და მოგილოცეთ კიდეც და ვთვლი რომ არაა ბოღმა საჭირო ჯობია უბრალოდ მიულოცო ადამიანს და უბრალოდ გაახარო
ვაააა გერმანულის მცოდნე დავიჭირე ამ საიტზე
გილოცავ შტეგო მრავალს დაესწარი!!!
ვულოცავ ტერ შტეგენს მრავალს დაესწროს აი ძაან დაიხვეწა შტეგო და ბარსას 10 წელი არ ექნება მეკარის პრობლემა ამაში დარწმუნებული ვარ ხოდა კიდე გილოცავთ კულეებო ლა ლიგის და კოპას დამსახურებულ გამარჯვება წელს ლა ლიგა აშკარად დაიმსახურეთ და გილოცავთ თქვენც ასე მოსალოცად გქონოდეთ რეალის ჩემპიონობა 26 მაისს თუ რათქმაუნდა მოვიგებთ ლიგას.
Alles Gute zum Geburtstag TERSTEGEN