“ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ, “დეპორტივოსთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ტიტულის მოპოვებას დიდი სიხარული მოაქვს. ვიცით, როგორი რთულია ესპანეთის ჩემპიონობა, ამიტომ მას ფასი არ უნდა დავუკარგოთ და შესაფერისად უნდა აღვნიშნოთ.
ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული იყო, მთავარ კონკურენტებს აღვემატებოდით და არცერთი მატჩი არ წაგვიგია.
დუბლს განსაკუთრებით ინიესტა იმსახურებს. ცუდია, როცა კლუბის სიმბოლოები მიდიან, ცოტა ხნის წინ ეს ჩავიმ და მასკერანომ გააკეთეს, ახლა კი ინიესტამ. კარგი იქნებოდა, ის ჩემპიონთა ლიგის ტიტულით გაგვეცილებინა, მაგრამ ის მაინც კარგ სიტუაციაში მიდის”. – განაცხადა მესიმ.




მესი და ინიესტა ჩემი საყვარელი ფეხბურთელები მათ გარესე ბარსას ყურება არ წარმომიდგენია
ეჰ ტრიპლეტი დახატავდა ინიესტას გაცილებას