ახლახანს ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონამ” მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდ ლოპესი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის შემცვლელად 19-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი, ფრანსისკო ხავიერ გარსია პიმიენტა დანიშნა.
ზედიზედ 4 ფრის შემდეგ, “ბარსა ბ”-მ მიჯრით 5 შეხვედრა წააგო, რის შედეგადაც თავი გასავარდნ ზონაში ამოყო. ახალგაზრდა კატალონიელებს უსაფრთხო ზონასთან 2 ქულა აშორებთ, წინ კი 6 ტურია. ეს ნიშნავს, რომ დაკარგული ჯერ არაფერია.
სეზონის გადასარჩენად და სეგუნდა დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მწვრთნელის გამოცვლა გადაწყვიტა. “ბარსას” პირველი გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, ხერარდ ლოპესს ფრანსისკო ხავიერ გარსია პიმიენტა შეცვლის, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, 19-წლამდელთა გუნდს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
ახალი მწვრთნელის წარდგენა დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე მოხდება.




დიდი ხანია ეს რაც ბარსელონა ბ-ს წვრთნის და ამის დამსახურება რო სეგუნდაში დაბრუნდა ბარსა მაგრამ ესე არ შიძლება ამ ყველაფრის მერე უნდა განაგრძო წინსვლა თან ესეც ბარსელონას მოთამაშე იყო მახსოვს
კაი გადაწყვეტილებაა ძან ცუდი შედეგები დააფიქსირა
დზალიან კარგია. ორი ქულა როგოვერ უნდა მოიპოვოს. მეორე გუნდში გამოიჩენს თავს და ამასობაში ვალვერდეც მიიღებს პანღურს… ხოდა გახდება პირველი გუნდის მწვრთნელი
არამგონია ამ 6 თამაშში რამე უშველოთ ამათ და იმ ბავშვებსა ვინღა გაწვრთნის კაცი მშვენივრად იცნობდა ყველას ლიგაც მოაგებინათ
Exla modis mnishvnelovani tamashebi da unda movigot. Mashin unda gaegdot es sevilla b stan ro waago da leonedastan
ვალვერდეზე არამგონია რამე ახალი დაიწეროს,ყოველ შემთხვევაში ოფიციალური
ეს კაი მაგრამ ვალვერდეზე რატო არაფერი არ ისმის