“რეალ ბეტისის” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი “სევილია”-“ბარსას” გუშინდელ შეხვედრას დაესწრო. როგორც ჩანს, მას განსაკუთრებით ანდრეს ინიესტას თამაში მოეწონა, რადგან მატჩის შემდეგ მას თხოვნით მიმართა (რა თქმა უნდა, ხუმრობით):
“ანდრეს, გთხოვ ჩინეთში არ წახვიდე, “ბეტისში” წამოდი!”.
“ბარსელონას” კაპიტანმა შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე ტაიმის დასაწყისში გოლიც გაიტანა.




ინიესტა დარჩება 100%ით დარწმუნებული ვარ
ნეტავ ბეტისსი მაინც წავიდეს
სიტიში მაგრად მაინტერესებს როგორ ითამაშებდა, არა კი ვიციც როგორც სიტის ახალ დონეზე აიყვანდა მარა მაინც
ისე ძაან გული მწყდება რო მიდის ინიესტა მარა ევროპაში მაინც რო დარჩეს კაია .