მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა”-“სევილია” – 21-ე საუკუნის ფინალი

“ბარსა”-“სევილია” – 21-ე საუკუნის ფინალი

21 აპრილს, “ბარსელონა” მადრიდში “სევილიას” დაუპირისპირდება და ეცდება, სეზონის პირველი ტიტული მოიპოვოს. 

ეს ორი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე ხშირად თამაშობს და აღსანიშნავია, რომ მათი შეხვედრა ფინალი საკმაოდ ხშირადაა. კატალონიელები და ანდალუსიელები 21-ე საუკუნეში ერთმანეთს ფინალში უკვე 5-ჯერ შეხვდნენ, მე-6 დაპირისპირება კი ორ დღეში გაიმართება. 

2006 წელს “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და UEFA-ს სუპერ თასზე მონაკოში, ლუი II-ის სტადიონზე “სევილიას” წინააღმდეგ ითამაშა. ფრენკ რაიკაარდის გუნდი მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=tfwGdt4LcbE]

გვარდიოლას ერაში ანდალუსიურ კლუბთან მხოლოდ ერთი, მაგრამ ორმატჩიანი ფინალი იყო – ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით. 2010 წელს, პირველი შეხვედრა “ბარსამ” 1-3 წააგო, მაგრამ  განმეორებით მატჩში რევანშის აღება მოახერხა და 4-0 იმარჯვა.  

ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და კლუბები ერთმანეთს კვლავ ევროპის სუპერ თასზე, თბილისში გადაეყარნენ. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრის ძირითადი დრო 4-4 დასრულდა, მაგრამ დამატებითი დროის მიწურულს პედრო როდრიგესის გოლმა “ბარსელონას” გამარჯვება მოუტანა. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=ulKJYg3anTc]

2016 წელს “ბარსა”-“სევილიას” ფინალი კოპა დელ რეის ეგიდითაც გაიმართა. გამარჯვებულის გამოსავლენად ამჯერადაც დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც კატალონიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=i1NsrWKENXA]

XXI საუკუნეში “ბლაუგრანამ” სულ 30 ფინალი ითამაშა. “სევილიასთან” ერთად, კლუბის მეტოქე ყველაზე მეტჯერ მადრიდის “რეალი” და ბილბაოს “ატლეტიკი” იყო, ზეგ გასამართი კოპა დელ რეის დასკვნითი მატჩი კი ანდალუსიურ კლუბს ამ მხრივ უკონკურენტოს გახდის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Guro messi
    schedule 21 აპრ 2018, 11:32

    ვალვერდეს თამადობით ხვალ ბარსა კოპას მოიგებს

  • philippecoutinho
    schedule 19 აპრ 2018, 23:21

    ატლეტიკოს ანოეტაზე სასტიკად გაუსწორდნენ :))

  • Gio1998
    schedule 19 აპრ 2018, 23:18

    ამ თასს კი მოვიგებთ, მარა ვალიდოლმა უნდა გააჯვას

  • messi and iniesta
    schedule 19 აპრ 2018, 18:55

    თბილიშსი ჩატარებული მატჩი საუკეთესო იყო

  • grizmann
    schedule 19 აპრ 2018, 16:35

    ციტატა: WinGs
    1000 ❤️


    გილოცავ

  • WinGs
    schedule 19 აპრ 2018, 16:23

    1000 ❤️