“სელტასთან” შეხვედრა “ბარსელონას” გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის განსაკუთრებული გამოდგა: მან კატალონიურ გუნდს პირველად უკაპიტნა. ეს იმიტომ მოხდა, რომ გუნდს წამყვანი ფეხბურთელების უმეტესობა აკლდა. პირველი კაპიტანი, ანდრეს ინიესტა განაცხადში ვერ მოხვდა, ისევე როგორც სათადარიგო კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ასევე ლეო მესი, ჟერარ პიკე და ჟორდი ალბა.
ტერ შტეგენმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ 2 გოლი მაინც მიიღო და გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა.




შტეგო უმაგრეს ფორმაშია და მჯერა მაგრადვე გააგრძელებს თამაშს
თუ ყველა დაასვენა ბარემ შტეგოც დაესვენებინა და ჩვენი ჰოლანდიელი ძმა გამოეყვანა
რა ბურთI გამოაძრო ერთ მომენტში.
ინი თუ წავიდა მეოთხე კაპიტანი ეს უნდა იყოს ალბა არაა იმ ტიპაჟის რო კაპიტანი იყოს, ისე კაპიტანი პუიოლი რო იყო ტყუილია რა
ინოს მესის ბუსკეს პპიკეს და ალბას შემდეგ კაპიტანი შტეგენი უნდა იყოს
ძაან თესლი მეკარე იზდება