workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” ალექსის სანჩესს აკვირდება

”ბარსელონა” ალექსის სანჩესს აკვირდება

კატალონიის ”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი იტალიის ”უდინეზეს” თავდამსხმელით, ალექსის სანჩესითაა დაინტერესებული.

კატალონიური კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ”უდინეზეს” გასვლით მატჩს ”პალერმოს” წინააღმდეგ, რომელიც სტუმრებმა გამანადგურებელი ანგარიშით, 7:0 მოიგეს. თავად სანჩესმა კი ამ თამაშში პოკერი შეასრულა.

”უდინეზეს” ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს საკუთარი ფეხბურთელის გამოყვანას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჩილელი სპორტსმენის მსურველ კლუბს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს მასში.

აღსანიშნავია, რომ ”სერია ა”-ს ფარგლებში გამართულ ბოლო ცხრა თამაშში სანჩესმა ათი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის გუნდში დარჩეს. თუმცა, კარგად ვაანალიზებთ, რომ პატარა გუნდი ვართ და შესაბამისად გულმოდგინედ უნდა განვიხილოთ ყველა შემოთავაზება. სანჩესი დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო ღირს. მის მიმართ ინტერესს იჩენენ როგორც იტალიური, ასევე ესპანური კლუბები. ჩვენ მხოლოდ იმ გუნდს მივყიდით სანჩესს, ვინც უფრო მეტს გადაიხდის.” – განაცხადა ”უდინეზეს” პრეზიდენტმა, ფრანკო სოლდატიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში