“რომას” თავდამსხმელი, დიეგო პეროტი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და პაულო დიბალას შორის არსებული კონფლიქტის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია მედიამ გამოიგონა.
“დიბალამ მესისთან ერთად თამაშის სირთულეზე ისაუბრა, თუმცა ეს კონფლიქტისკენ არ მიუთითებს. ისინი ერთსა და იმავე პოზიციაზე გამოდიან და მსგავს სტილში მოქმედებენ, თუმცა, ლეო საუკეთესოა და კუთვნილ ადგილს იკავებს.
პაულოს კონკურენცია ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ მედიამ სიტუაციის წარმოდგენა ისე გადაწყვიტა, თითქოს მათ შორის პირად დაპირისპირებას აქვს ადგილი.”-ციტირებს პეროტის სიტყვებს Football Italia.
—–ბილია-ბანეგა——–
დიბალა-მესი-დი მარია
————-აგუერო——–
100% გეთანხმები